თურქულენოვან გიდებსა და ტრაპიზონის რეგიონული პალატის სერტიფიცირებულ გიდებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მისი მიზანი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ადგილობრივმა გიდებმა უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურების ჩატარებისა და პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, სტუმრებისთვის აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც რეგიონის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და პროდუქტებზე გაკეთდა აქცენტი.