უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას დღეს საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ

19 მარტი 2022, 15:11 1007 ნახვა

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ. მოქალაქეები შეიკრიბებიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.

დედაქალაქში პარლამენტთან შეკრება უკვე დაიწყო

უკრაინაში დაღუპული ორივე ქართველი მებრძოლის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

გია ბერიაშვილის ცხედრის გამოყვანა თანამებრძოლებმა გუშინ შეძლეს, დავით რატიანის ცხედართან მიახლოებას კი ინტენსიური დაბომბვის გამო, ვერ ახერხებდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი