პუტინმა უკრაინისადმი მოთხოვნები ერდოღანს გააცნო

18 მარტი 2022, 14:51 4379 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტს გააცნო.

მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი – უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება, უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი, ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი და უკრაინაში რუსული ენის დაცვის საკითხი.

მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.

სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი