იტალიური გამოცემის "ტუტომერკადოს" ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა "ნაპოლში" გადავიდეს.
გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის აგენტები იტალიაში არიან და "ნაპოლის" წარმომადგენელებს კასტელველტურნოში შეხვედნენ.
როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი კიდევ ორ იტალიურ კლუბს "იუვენტუსს" და "რომას" აქვს, თუმცა როგორც ჩანს "ნაპოლის" ინტერესი სერიოზულია და ცდილობს ფეხბურთელი კონკურენტ კლუბებს არ დაუთმოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შეუძლიათ 7 აპრილამდე კლუბები ივნისამდე ყოველგვარი ჯარიმების გარეშე დატოვონ.
ჯერ უცნობია "ნაპოლი" კვარაცხელიას დამატებას ივნისამდე ცდილობს თუ ფეხბურთელის კონტაქტის ყიდვა სურს.