საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

18 მარტი 2022, 10:50 952 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 640 550 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 924 გამოჯანმრთელდა, 16 630 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 839 891 აცრა, დღიურად აცრილია 1 395.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში