17 მარტის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 70.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 40 პაციენტი.
28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი.