საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

17 მარტი 2022, 10:51 991 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, გარდაიცვალა კიდევ 17.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 7,54%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 639 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 011 გამოჯანმრთელდა, 16 612 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 838 287 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში