რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის - ზელენსკი

17 მარტი 2022, 10:11 861 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტი არის უკრაინის სახელმწიფოს დაცვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მშვიდობისთვის მოლაპარაკება რუსულ დელეგაციასთან გრძელდება. მინდა, ყველამ მომისმინოს, ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკება გრძელდება უკრაინისთვის. ჩემი პრიორიტეტები არის ცხადი – ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარანტიები და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა ვეღარ ენდობა არსებულ ინსტიტუტებს, უნდა ეძებოს ახალი გარანტიები და შექმნას ახალი ინსტრუმენტები.

„ომი არ მთავრდება. რუსეთის ომის დანაშაულებები არ წყდება. რუსეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ შეუძლია ომის მანქანის ამუშავება. ამიტომ, საჭიროა ახალი სანქციების პაკეტები. სამყარომ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ რუსეთი გახდა ტერორისტი სახელმწიფო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ უკრაინამ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს,  უფრო მეტი, ვიდრე ახლა ვიღებთ. ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, თვითმფრინავები, ლეტალური იარაღის და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა, რათა რუსი ოკუპანტების შეჩერება შევძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი