რატომ გახშირდა ავარიები ავტობანზე

16 მარტი 2022, 19:35 22267 ნახვა

სხვის უპასუხისმგებლობას შეწირული ადამიანები. ქვეყანაში ყოველდღიურად რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელსაც არაერთი დაშავებული და მათ შორის დაღუპულიც ჰყავს. მხოლოდ გასულ წელს 6 ათასამდე ავტოავარიის შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის არიან არასრუწლოვნები. ცალკეა იმ ავტოავარიების სტატისტიკა, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა და ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა. ბათუმი-ჩაქვის გზაზე გუშინ მომხდარი ავარია, მორიგი ტრაგედიის მიზეზი აღმოჩნდა. სხვისმა დაუდევრობამ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები დააზარალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში