ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

16 მარტი 2022, 17:21 960 ნახვა

სიმბოლიკების გამოყენების წესში ცვლილების შეტანა, მინისტრის საათის გადახედვა, უკრაინისადმი სოლიდარობის მხარდამჭერი რეზოლუცია - ამ საკითხებზე იმსჯელეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, აინტერესებს რატომ ჭიანურდება რეზოლუციასთან დაკავშირებული პროცედურები, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხვალისთვის ჩანიშნულია კომიტეტებში სხდომები და საკითხს ადგილზე განიხილავენ. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებაც, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს რომ პარლამენტში საკითხმა საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მოიპოვა თუმც იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. მართველი გუნდის დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ხელმოწერები არანაირ კონსტიტუციურ ძალის მატარებელია. პოლიტიკურად კი უნდობლობის საკითხი გამოცხადება რეგიონში დღის წესრიგში არ დგას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი