საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

16 მარტი 2022, 11:10 975 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 800 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 180, „პისიარ“ ტესტით – 19 101.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 638 790 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 591 180 გამოჯანმრთელდა, 16 595 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 836 778 აცრა, დღიურად აცრილია 1 554.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში