ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიას აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა აჭარის განათლების მინისტრიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.