აპრილის დასაწყისში ფოთში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის ნაკრები მიიღებს. გუნდის შემადგენლობაში ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენებიც არიან, რომლებმაც ბოლო ორ თვეში სამი ტურნირის მოგება მოახერხეს. ერთ-ერთი მათგანი ნიკიტა ბარამიძეა, რომელზეც მწვრთნელი გალიმ ბექულოვი დიდ იმედებს ამყარებს. ნიკიტამ აჭარის ჩემპიონატის გარდა სამი რესპუბლიკური ტურნირიც მოიგო ყაზახი მწვრთნელის თქმით, 15 წლის მოკრივე უკვე გუნდის ლიდერად ყალიბდება.