ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა და რუსეთიც დატოვა

15 მარტი 2022, 12:53 808 ნახვა

რუსი ჟურნალისტი, ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა და რუსეთიც დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც თავად ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხთან Varlamov News-თან განაცხადა, ის საზღვარგარეთ წავიდა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება იქიდან დაწერა.

„მეშინოდა, რომ უბრალოდ არ გამიშვებდნენ“, – განაცხადა გილდეევამ.

ის არხზე 2006 წლიდან მუშაობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი