აშშ ჩინეთს აფრთხილებს

14 მარტი 2022, 18:25 1170 ნახვა

რომში  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და  აშშ-ის  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის  ჯეიკ სალივანის შეხვედრა გაიმართა.სალივანი ჩინეთის ტოპ დიპლომატს იმ რისკებზე ესაუბრება, რომელთა წინაშე შესაძლოა პეკინი აღმოჩნდეს, თუკი იგი რუსეთს უკრაინაში ომში დაეხმარება. მანამდე    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა  ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებას, თითქოს  რუსეთმა პეკინს  უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის სამხედრო  ტექნიკა სთხოვა.  ფაინენშელ თაიმსი და ვაშინგტონ პოსტი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით  წერენ, რომ რუსეთმა ჩინეთს  სამხედრო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით მიმართა. ვაშინგტონ პოსტი  არ აკონკრეტებს  რა სახის იარაღზეა მოთხოვნა და როგორია ჩინეთის პოზიცია.  რუსეთი, რომელიც  უკრაინაში შეჭრას  სპეიალურ ოპერაციას უწოდებს და  ჩინეთი, რომელიც მჭიდროდ თამაშრომლობს მასთან,  ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა  საკითხებში დასავლეთის ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.  პეკინმა არ დაგმო რუსეთის   შეიარარებული თავდასხმა  და მას მეზობელ ქვეყანაში სამხედრო შეჭრა არ უწოდა.  პეკინი მხოლოდ იმით სემოიფარგლა, რომ იგი კონფლიქტის მხარეებს  დიალოგისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში