ქობულეთის "შუქურამ" ეროვნულ ლიგა ორში მესამე შეხვედრა მოიგო.
ლიგა ორის მესამე ტურში "შუქურა" გავსლზე სამტრედიაში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე პენალტიდან ლევან ინგოროყვამ გაიტანა.
სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქობულეთლებს ას პროცენტიანი შედეგი აქვთ და ეროვნული ლიგა ორის ცხრილს 9 ქულით სათავეში დგანან.
შემდეგ შეხვედრას გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი 19 მარტს გასვლაზე რუსთავის "რუსთავთან" ითამაშებს.