მერიამ მთავრობას 4 ათას 500-ზე მეტი კვადრატული მეტრი ფართობი საკუთრებაში გადასცა. აღნიშნული ტერიტორიები ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზეა და ისინი კომპანია „ორბი ჯგუფს“ გადაეცემა. აქ დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, რომელიც მასშტაბებით მსოფლიოში რიგით მეხუთე იქნება. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. საპირისპირო მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში.