პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ვიდეოს მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ზელენსკის თან ახლდნენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი და სხვები.
სამხედროებისგან მან შეიტყო, რომ ისინი გოსტომელსა და ირპენში დაიჭრნენ. პრესსამსახურის ცნობით, ამ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულები არიან კიევის ოლქში მიმდიბარე საომარი მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით.
ზელენსკიმ ისინი მამაცობისა და თავდადებისთვის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
მას არც საავადმყოფოს პერსონალი დარჩენია უყურადღებოდ - მადლობა გადაუხადა სანიმუშო სამსახურისთვის ურთულეს პირობებში.