საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ისინი შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების განოფილებასთან შეიკრიბნენ და ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს - ომი შეწყვიტოს უკრაინაში.
აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებიან და მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელებს.
რუსეთის მოქალაქეებმა მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის დროშა გაშალეს და უკრაინულად იმღერეს, შემდეგ კი უკრაინის საელჩოსთან გადაინაცვლეს
აქციაზე იმყოფებოდნენ ფემინისა და ფუსი რაიოთის წევრებიც. მათ მხარდაჭერა პერფორმანსით გამოხატეს.