ევროპულმა საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარადგინოს მოსაზრებები მოლდოვას და საქართველოს განცხადებების შესახებ

11 მარტი 2022, 10:43 1015 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს - ამის შესახებ ნათქვამია ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხუთპუნქტიან განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებენ მოსკოვს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია წარმოადგენს საერთაშორისო წესებისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევას. ის ძირს უთხრის ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის ადგილი ევროპის ოჯახშია.

''28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოუწოდა ევროკომისიას, მოამზადოს საკუთარი მოსაზრება ამ განაცხადის შესახებ შეთანხმებების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ასევე – მოამზადოს მოსაზრება საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შესახებ. უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი