20 წლის სკანდალურად ცნობილი ტანმოვარჯიშისგან რუსული პროპაგანდისტული მედია გმირის გამოყვანას სცდილობს.
კულიაკმა ინტერვიუ Russia Today-ის მისცა და თქვა რომ ამას კიდევ გამეორებდა.
"მეორე შანსი, რომ მქონდეს ამას ისევ გვაკეთებდი. მე ვნახე რას ნიშნავს ''Z'' სიმბოლო. ეს გამარჯვებას და მშვიდობას ნიშნავს. ცუდი არავისთვის მისურვებია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. როგორც ათლეტი ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და დავდგები მშვიდობის მხარეს " - განუცხადა კლულიაკმა Russia Today-ის.
რამდენიმე დღის წინ დოჰაში გამართულ მსოფლიო თასსზე რუსმა ტანმოვაჯრიშემ რომელსაც ეროვნული სიმბოლიკის გამოყენების უფლება არ ჰქონდა დროშის ადგილზე ''Z'' სიმბოლო დაიწერა.
ეს სიმბოლო კი უკრაინაში შეჭრულ სამხედრო ტექნიკაზე არის გამოსახული და ასევე აქტიურად იყენებს კრემლის მომხრე ადამიანები.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღი გადაწყვეტილება რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მათი ორგანიზებით ჩატარებული ყველა ტურნირიდან მოკვეთოს.