რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წვევამდელები იბრძვიან.
"სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აღმოჩნდნენ წვევამდელები, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.