უკრაინაში 516 მოქალაქე გარდაიცვალა, 908 კი დაშავდა - გაერო

09 მარტი 2022, 23:20 1122 ნახვა

გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის დაწყებული ომის შედეგად უკრაინაში 516 მოქალაქე გარდაიცვალა, 908 კი დაშავდა. მათ შორის დაიღუპა 23 ბავშვი და დაშავდა 34.

მათივე განცხადებით, რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია.

"განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი