მარიუპოლში, საოკუპაციო ძალების მიერ სამშობიარო სახლისა და ბავშვთა ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან ფეხმძიმე ქალები.
არსებული ინფორმაციით, ქალაქი სისტემატურად იბომბება.