სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას „მირის“ მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია - „ჯორჯიან ეარვეისი“

09 მარტი 2022, 16:34 1748 ნახვა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი „მირ“-ის მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია.

მათივე ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

"გუშინ და დღეს „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით ატეხილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ. გვინდა, ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი „მირის“ მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია.

აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში"- აცხადებენ კომპანიაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი