სროლის საერთაშორისო ფედერაციამ გაითვალისწინა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია და რუს და ბელარუს მსროლელებს საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა საერთოდ აუკრძალა. ამასთან საერთაშორისო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.
რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჯერ კიდევ 26 თებერვალს ჩამოართვა, თუმცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოკვეთის გადაწყვეტილება ფედერაციამ მხოლოდ ახლა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, ჯერჯერობით, რუსი მილიარდელი ვლადიმირ ლისინია.