პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის - გომელაური

09 მარტი 2022, 12:21 1421 ნახვა

პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა?  ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია.

„ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა დაისვას ეს კითხვა, ვინ დაიწყო ომი. პირდაპირ გამოაცხადა რუსეთმა, პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა, თვითონ პირდაპირ აღიარებენ, ჩვენ შევედით ჯარებითო და ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია პირდაპირ. უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ. ჩემი აზრით, დასასმელი არც არის ეს კითხვა, ვინ დაიწყო ომი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში