ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ხუცუბანში, არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გოგონა ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.