ზელენსკის მიმართვას ბრიტანეთის თემთა პალატა ტაშით შეხვდა

09 მარტი 2022, 10:07 488 ნახვა

ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერმა, უკრაინის პრეზიდენტმა  მიმართა, რომელსაც ბრიტანელი კანონმდებლები ტაშით შეხვდნენ. მათ ვლადიმერ ზელენსკიმ განუცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლას ჰგავს. 

ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ომის დანაშაულისთვის იმედის მომცემია, რომ ამ პროცესს შესაბამისი შედეგები ექნება. „ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი.

ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი