აშშ პოლონეთს „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის

09 მარტი 2022, 10:02 1228 ნახვა

აშშ პოლონეთს „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის. ინფორმაციას CNN აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის მითითებით და ჩვენი პოლონელი მოკავშირეების მოწვევით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ვოლტერსმა დაავალა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიას „პატრიოტის“ ორი ბატარეის პოლონეთში გადატანა“, – განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ადამ მილერმა.

ასევე გავრცელდა ინფორმაციას, რომ იაპონიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა დაიწყო. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, ტოკიომ სპეციალური თვითმფრინავით უკრაინაში ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა მოწყობილობები ჩაიტანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში