დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა "Twitter"-ზე დაწერა.
"უკრაინაში უკანონო შეჭრის შემდეგ პუტინის რეჟიმისთვის მორიგი ეკონომიკური დარტყმის მისაყენებლად გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის განვალობაში სრულად ჩამოშორდეება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას. ეს ჩვენი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მკაცრი პაკეტის საფუძველზე მოხდება", - წერს ბორის ჯონსონი.