აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "CNN"-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ენერგორესურსების წინააღმდეგ ზომებს მისი ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.