ყველა იქ არის სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა - ზელენსკი

08 მარტი 2022, 10:30 1057 ნახვა

მოლაპარაკების მე-3 რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს ერს არ ვეტყვით, რომ მშვიდობა დამყარდა- ამბობს მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.  

''ყველანი იქ ვართ, ყველანი ვმუშაობთ, ყველა იქ არის სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

მისი თქმით, კიევში დარჩენას აპირებს იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება ომში გამარჯვებას.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს თავიდან ააშენებენ და ისინი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებული ქალაქი.

,,უკრაინული არმია პოზიციებს ინარჩუნებს, ისინი ყოჩაღები არიან, მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ, თავს იცავენ და კონტრშეტევებზე გადადიან. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბოროტებაზე შურსაც ვიძიებთ. თითოეული რაკეტისა და ბომბისთვის, თითოეული განადგურებული ქალაქისთვის“- ამბობს ზელენსკი. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად საერთაშორისო მისიებში მყოფ უკრაინელ მშვიდობისმყოფელებს უკრაინაში იწვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი