თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკადან" იტალიურ "ვირტუსში" გადავიდა

07 მარტი 2022, 22:30 1508 ნახვა

თორნიკე შენგელია იტალიურ "ვირტუსში" გადავიდა. ბოლონიელებმა ქართველის ტრანსფერი სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე უკვე დაადასტურეს.

შენგელიამ იტალიელებთან კონტაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით თუ კი "ვირტუსი" ევროლიგის საგზურს მოიპოვებს თორნიკე კლუბში დარჩება.

შეგახსენებთ რომ შენგელიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის "ცსკა" დატოვა. ქართველმა რუსულ კლუბში ვითიბი ლიგა და რუსეთის თასი მოიგო. მანამდე კი 2014-20 წლეებში "ბასკონიაში" გამოდიოდა,სადაც ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს სხვადასხვა დროს ვალენსიაში, ბელგიურ შარლერუასა და პეპინსტერში, ასევე ნბა-ში - ბრუკლინ ნეტსსა და ჩიკაგო ბულსში უთამაშია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი