რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელ ბოევიკებს ქირაობს

07 მარტი 2022, 10:40 712 ნახვა

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად  სირიელ ბოევიკებს ქირაობს, რომლებსაც  ქალაქში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება აქვთ. 4 ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით,  ამის შესახებ უოლ სთრით ჯორნალი წერს. 

ზუსტად რამდენი სირიელი დაიქირავა კრემლმა უცნობია, თუმცა გამოცემის თანახმად მათი ნაწილი უკვე მოსკოვშია და  კონფლიქტში ჩასართავად ემზადება. 

მოხალისეებს რუსეთი 200-დან 300-მდე ამერიკულ დოლარს თავაზობდა უკრაინაში გასამგზავრებლად.  სირიელ ბოევიკებს თითქმის ათი წელი  ქალაქის პირობებში  ბრძოლა უხდებოდათ მაშინ, როცა  რუსულ ჯარს  ეს უნარჩვევები არ აქვს - წერს ამერიკული გამოცემა.

უკრაინის თავდაცვითი  სტრატეგიების  მმართვის ცენტრის ხელმძღვანელის მონაცემებით, 11 დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს  46 ათასამდე რუსი ოკუპანტის  განეიტრალება. საუბარი ეხება დაღუპულებს, დაჭრილებსა და ტყვედ აყვანილებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი