უკრაინაში ომის დაწყების გამო, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს.
Visa და Mastercard-ი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზრიდან გადიან და პროტესტის ნიშნად რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ.
Mastercard-ის განცხადებით, რუსული ბანკები მათი ქსელებით აღარ იქნება მხარდაჭერილი და ქვეყნის გარეთ გაცემული ბარათები რუსულ ბანკომატებზე არ იმუშავებს.
სხვა კომპანიების მსგავსად სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Puma აჩერებს ყველა მაღაზიის მუშაობას რუსეთში. როგორც Reuters-ი წერს, კომპანიას ქვეყანაში 100 მაღაზია აქვს და რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება უკვე შეწყვიტა.