„უკრაინა გაიმარჯვებს, მთვარია რა ფასად“ - ერთობლივი განცხადება ენტონი ბლინკენმა და დიმიტრი კულებამ გააკეთეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინელ კოლეგას პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე შეხვდა.
მათ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაზე, სანქციების შემდგომ გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს.
ენტონ ბლინკენის თქმით ვაშინგტონი უკრაინის მეტ შეიარაღებას მიაწვდის.
დიმიტრი კულებასთან შეხვედრამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა.