პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინს ზელენსკის დანაბარები გადასცა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. ინფორმაციას ერდოღანის მრჩეველზე, იბრაჰიმ კალინზე დარდნობით TRT Haber-ი ავრცელებს.
„მზად ვარ შევხვდე პუტინს სტამბულში, ანკარაში, სადაც ის მოისურვებს“ - აცხადებს ზელენსკი.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე გადასცა ეს შეტყობინება პუტინს. ჩვენ კვლავაც გავარგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ასეთი შეხვედრა დადებითად იმოქმედებს ომის შეწყვეტაზე, ძალადობისა და მსხვერპლის შემცირებაზე. თურქეთი მზად არის ამაში წვლილი შეიტანოს“, - განმარტავს კალინი.