კრემლი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას უარყოფს

05 მარტი 2022, 16:00 1801 ნახვა

მოსკოვი ცდილობს „ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ბალანსის შეცვლას“ და უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების შეჩერებას - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პესკოვი უარყოფს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას, მას შემდეგ, რაც ის რუსული სამხედროების კონტროლის ქვეშ მოექცა.

რუსეთის ჯარი ატომურ ელექტროსადგურს პარასკევს დაეპატრონა, შეტევით, რომლის შედეგადაც ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა და მცირე ხნით გააჩინა  შიში მოახლოებული ატომური კატასტროფის შესახებ.

ხანძარი ჩააქრეს და რადიაციას არ გამოუჟონავს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნაბიჯებს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდა უკრაინის ბირთვული ობიექტების დასაცავად.

პესკოვის მტკიცებით, „რუსეთი არასოდეს იმოქმედებს ისე, რომ რაიმე სახით საფრთხე შეექმნას მსოფლიოს უსაფრთხოებას“.

ბოლო ინფორმაციით  ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკრაინა მართავს, თუმცა ის კვლავ რუსების კონტროლქვეშ რჩება.  საოკუპაციო ძალების ხელშია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიც

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი