საჭადრაკო კლუბმა ნონამ 2016 წელი შეაჯამა. დღეს წარმატებული მოჭადრაკეები და მწვრთნელები სპეციალური სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, წელს ბათუმელმა მოჭადრაკეებმა შიდა და საერთაშორისო არენაზე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათივე თქმით, წლის ბოლომდე ბლიც ტურნირები გაიმართება, გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭადრაკეებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.