მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”- რუსეთს ამის გამეორება სურს - ზელენსკი 

04 მარტი 2022, 10:14 775 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ ევროპის სწრაფი მოქმედების შედეგადაა შესაძლებელი.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია. აფეთქების შემთხვევაში კი ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება.

"მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”: რუსეთს სურს ამის გამეორება და უკვე იმეორებს, ოღონდ 6-ჯერ მეტად. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს. რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. იქ 6 ენერგობლოკია, ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა.

უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ჯარები.“- აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი