განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

03 მარტი 2022, 12:50 622 ნახვა

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუბრუნდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს და დაიწყონ იმ რეფორმებზე მუშაობა, რომელიც ამ შეთანხმებითაა გაწერილი.

მესამე სექტორში აცხადებენ,რომ სწორედ ამ რეფორმების შემუშავების პროცესი გახდის განაცხადს მყარსა და არგუმენტირებულს, იმისთვის, რომ იმსჯელონ სახელმწიფოებმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს იყოს ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული და თავად აიღოს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით.

ასევე მიმართავენ პრემიერს, რომ თავი შეიკავოს და არ მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა, იმ რიტორიკის გათვალისწინებით ,რომელიც ჰქონდა ბოლო დროს ირაკლი ღარიბაშვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი