ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

02 მარტი 2022, 15:28 1228 ნახვა

უკრაინაში შეჭრისას რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სანქციები შეეხება ზოგიერთ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყეს, ფოლადსა და კალიუმს.

„ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობს, წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს. სანქციები ბელარუსის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს შეეხება, კერძოდ ხის, ფოლადისა და კალიუმის სექტორებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების ერთ-ერთი მიზანი ბელარუსული საქონლის ევროკავშირში შემდგომი ექსპორტის შეჩერებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი