უკრაინის ქალაქ ჟიტომირზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულია 16 მოქალაქე.
"მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 6 ბავშვი. ისინი დაბომბილი სახლების ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება"-აცხადებენ უწყებაში.
უწყების ინფორმაციით, ღამით ჟიტომირზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 10-ზე მეტ კერძო საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა, დაზიანდა ქალაქის საავადმყოფოს შენობაც.