დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს - ვოლოდიმირ ზელენსკი 

01 მარტი 2022, 16:18 1519 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპარლამენტში ემოციური სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკავშირის წევრებს მიმართა და თქვა, რომ მათ გარეშე, უკრაინა მარტოხელაა.

"უკრაინის არჩევანი არის ევროპა. ჩვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ და მივდივართ ამ მიზნისკენ, ახლა გვინდა თქვენგან დავინახოთ, რომ თქვენც ირჩევთ უკრაინას.

ვერავინ ვერ გაგვტეხავს, რადგან გვაქვს სურვილი ჩვენმა შვილებმა იცხოვროს თავისუფალ სამყაროში. 

იქნება თავისუფალი უკრაინა, იქნება თავისუფალი ევროპა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული ხალხი, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და ახლა უკვე გადარჩენისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები.

ჩვენთან ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, თქვენს გარეშე უკრაინა მარტოხელაა. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს ძალას. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს და სინათლე დაამარცხებს სიბნელეს. დიდება უკრაინას,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო ინფორმაციით, ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სპეციალური მიღების პროცედურა დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი