„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება

01 მარტი 2022, 11:57 790 ნახვა

დღეს, „ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე.

ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა „ბაზისბანკს“ , ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა „ჩვეულებრივი პროცედურული'' საკითხი იყო.

მათივე განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ისინი საკუთარ მომხმარებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ.

„ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული საცალო პორტფელის "ბაზინბანკზე" გასხვისებას უკავშირდება.

მათივე განცხადებით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ,,ბაზისბანკის'' მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს, როგორც ,,ბაზისბანკის'', აგრეთვე ,,ვითიბი'' ბანკის ფილიალებში.

ბანკმა საცალო პორტფელის გასხვისების შესახებ  გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად, 25 თებერვალს მიიღო.

„ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ და „ბაზისბანკმა“ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

 „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ,,ბაზისბანკზე''.

,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას'' ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ,,ბაზისბანკის'' მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ,,ბაზის ბანკის'', აგრეთე ,,ვითიბი ბანკის'' ფილიალებში“, - აღნიშნულია „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებაში.

,,ბაზისბანკი'' თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი