მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

01 მარტი 2022, 11:52 1068 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს შესვენების გამოცხადება სთხოვა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა. 

მანამდე კი მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ მიმართა და განაცხადა, რომ ბრალდებულის მიერ განცხადების გაკეთება სავალდებულო პროცედურად არ უნდა იქცეს.

„რას ნიშნავს, გამოსვლა არ უნდა იყოს პოლიტიკური მიმოხილვა? საერთოდ, ეს პროცესი პოლიტიკურია. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს",- განაცხადა სააკაშვილმა. 

მოსამართლემ აღნიშნა, რომ განცხადება სამართლებრივ მხარეს უნდა შეეხებოდეს.

"ვიღაცები იძახიან, რომ მე მიხარია უკრაინაში ომი, მინდა ვუთხრა ამ იდიოტებს, როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და მით უმეტეს მე.

უკრაინაში მელოდებიან ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში, მე უნდა ვიყო ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში, ჩემს მთავარსარდალთან. ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვის. მე ყოველდღე კიარ ვთხოვ ვინმეს გაშვებას. ვთხოვ იქ, საიდანაც დიდი ალბათობით, შეიძლება, ვერც დავბრუნდე. იქ, სადაც წყდება ახლა საქართველოს ბედი'' - განაცხადა პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში