უკრაინის მხარდამჭერ მარათონს აჭარის მაუწყებელიც უერთდება

01 მარტი 2022, 11:02 1257 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, უკრაინისა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ ტელემარათონს უერთდება. საქველმოქმედო მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენ უკრაინისთვის“, საქართველოს პირველ არხთან ერთად, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიო „აჭარა“-ს პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.

ტელემარათონის ტრანსლაცია 22 საათზე  დაიწყება. მასში ჩართვა, მოკლე ტექსტური გზავნილებით ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს შეუძლება. უკრაინის მხარდამჭერ სოლიდარობის მუსიკალურ აქციას საქართველოს პირველი არხი წითელ ჯვართან ერთად აწყობს.

ტელემარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ მონაწილეობას ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. ასევე, შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან. უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მუსიკალური ტელემარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა და მან სტარტი პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის - TVP-ს ეთერში 27 თებერვალს აიღო. პოლონეთში სატელევიზიო კონცერტი სახელწოდებით „Solidarni z Ukrainą” („სოლიდარობა უკრაინას“), კარიტასის მხარდაჭერით ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი