კუნძულ ზმეინზე რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული საზღვაო ქვეითები ცოცხლები არიან

28 თებერვალი 2022, 16:24 2031 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, კუნძულ ზმეინთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებულ საზღვაო ქვეითები და მესაზღვრეები ცოცხლები არიან.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გავიგეთ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და თავს კარგად გრძნობენ!. რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს „სიახლე“, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ ისინი „დაივიწყა“ და „დამარხა“. ოკუპანტებს „დაავიწყდათ“ აღენიშნათ, რომ მათ მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა: შუქურები, კოშკები, ანტენები და ა.შ. შესაბამისად, კუნძულთან კომუნიკაცია შეწყდა. თანამშრომლებთან დაკავშირებისა და მათი ბედის გარკვევის განმეორებითი მცდელობები უშედეგო იყო, რუსეთის ფედერაციის ხომალდებისა და თვითმფრინავების გამუდმებული დაბომბვა არ იძლეოდა საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების მიწოდების საშუალებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში