სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა

28 თებერვალი 2022, 12:03 958 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი.

„მქონდა ძალიან არსებითი საუბარი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერასა და უკრაინისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე“, -  წერს ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი ზურაბიშვილი სოციალურ  ქსელ ტვიტერზე. 

ამავე  პოსტით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასაც ესაუბრა. ,,ხაზი გაესვა სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას“ - აცხადებს  საქართველოს პრეზიდენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი